კანალიზაციის და მილების გაწმენდა თბილისში — მაღალი წნევით

გაჭედილი კანალიზაცია? მოვდივართ იმავე დღეს.

  • ჩამოსვლა იმავე დღეს
  • ქიმიის გარეშე
  • თბილისი და რეგიონები

რას ვწმენდთ

როგორ ვმუშაობთ

  1. ზარი

    გვეუბნებით რა გაიჭედა და სად. თუ ფოტოს WhatsApp-ით გამოგზავნით, უკვე ვიცით რა აპარატით და რა შლანგით მოვდივართ.

  2. ადგილზე მისვლა

    ვნახულობთ მილს, ვპოულობთ გაჭედვის ადგილს და გეუბნებით ფასს. თანხმობის გარეშე მუშაობას არ ვიწყებთ.

  3. გაწმენდა და შემოწმება

    ვწმენდთ მაღალი წნევით, ბოლოს კი წყალს თქვენ თანდასწრებით ვუშვებთ — ხედავთ, რომ მილი თავისუფლად ჩადის.

მაღალი წნევა, ქიმია თუ ტროსი

სამივეთი შეიძლება წყალი ისევ ჩავიდეს. განსხვავება ის არის, თუ რა რჩება მილში მას შემდეგ.

მეთოდირას აკეთებსრა რჩება მილშირამდენ ხანს ჰყოფნის
მაღალი წნევაწყლის ჭავლი ნადებს კედლიდან ჩამორეცხავსმილი სუფთაა კედლამდე, დიამეტრი უბრუნდებათვეები — მიზეზზეა დამოკიდებული
ქიმიახსნის ცხიმის ზედა ფენასნადები რჩება, ძველი მილი კოროზირდებადღეები
ტროსიხვრეტს გასასვლელს გაჭედვაშინადები კედელზე რჩება, ხვრელი თანდათან იკეტებაკვირები

რატომ ჩვენ

ფასი დაწყებამდე

ადგილზე ვნახულობთ და ფასს გეუბნებით სანამ აპარატს ჩავრთავთ. სამუშაოს შუაში თანხა არ იზრდება.

ქიმიის გარეშე

ჭავლის სიმძლავრეს მილის ტიპზე ვარეგულირებთ, ამიტომ ძველ ჩუგუნის მილსაც უვნებლად ვწმენდთ.

ჩამოსვლა იმავე დღეს

გაჭედილი კანალიზაცია ხვალამდე არ ითმენს. თბილისში იმავე დღეს ვახერხებთ ჩამოსვლას.

შემოწმება ბოლოს

სამუშაოს დასრულებას წყლის გაშვებით ვამოწმებთ თქვენ თანდასწრებით.

სად მივდივართ

თბილისის ყველა უბანში. რეგიონებში — წინასწარი შეთანხმებით.

ხშირი კითხვები

რამდენ ხანში ჩამოხვალთ?

თბილისში ვცდილობთ იმავე დღეს, ხშირად ზარიდან რამდენიმე საათში. ზუსტ დროს ტელეფონში გეტყვით — იმის მიხედვით, სად ვართ იმ მომენტში.

რა ღირს გაწმენდა?

ფასი დამოკიდებულია იმაზე, რა გაიჭედა, სად და რამდენად ღრმად. ტელეფონში უფასოდ გეტყვით, დაახლოებით რა ვარიანტებია, საბოლოო ფასს კი ადგილზე ნახვის შემდეგ, დაწყებამდე ვასახელებთ.

მაღალი წნევა ძველ მილს ხომ არ დააზიანებს?

ჭავლის წნევას და საქშენს მილის მასალისა და დიამეტრის მიხედვით ვარჩევთ. ძველ ჩუგუნის და პლასტმასის მილში ერთი და იგივე რეჟიმით არ ვმუშაობთ.

ღამით ან უქმეებზე მუშაობთ?

დიახ, ზარზე ვპასუხობთ ნებისმიერ დროს. ღამის გამოძახება წინასწარ თანხმდება ტელეფონში.

ჯერ ქიმიური საშუალება ხომ არ ვცადო?

ქიმია ცხიმის ზედა ფენას ხსნის და დროებით ხსნის პრობლემას, ნადები კი მილში რჩება. ძველ მილს კოროზიაც ემატება. თუ წყალი უკვე აღარ ჩადის, ქიმია ხშირად უბრალოდ დგება მილში და მუშაობასაც გვირთულებს.

მილი გაიჭედა?

დარეკეთ და გეტყვით, როდის ვართ თქვენთან.