მილების გაწმენდის ფასი თბილისში
ფიქსირებულ ფასს განზრახ არ ვწერთ. ტელეფონში დასახელებული ციფრი ადგილზე თითქმის ყოველთვის იცვლება — და ეს ის მომენტია, როცა კლიენტი თავს მოტყუებულად გრძნობს. ამის ნაცვლად ღიად ვწერთ, რა ცვლის ფასს, ხოლო კონკრეტულ თანხას მილის ნახვის შემდეგ, სამუშაოს დაწყებამდე ვასახელებთ.
დარეკე ახლა · 571 91 21 01რა ცვლის ფასს
- რა გაიჭედა
- რაკოვინა, უნიტაზი, აბაზანის ტრაპი, სადარბაზოს სტოიაკი ან ეზოს ჭა — სხვადასხვა სამუშაოა, სხვადასხვა შლანგითა და საქშენით.
- მილის სიგრძე და დიამეტრი
- ბინის შიდა მილი რამდენიმე მეტრია, ეზოს გამომყვანი — ათეულობით. რაც გრძელია მონაკვეთი, მით მეტი დროა საჭირო.
- როგორია წვდომა
- თუ რევიზია ან ჭა ხელმისაწვდომია, სამუშაო სწრაფად მიდის. თუ მილთან მისასვლელად სანტექნიკის დაშლაა საჭირო, დრო იზრდება.
- რა ჭედავს მილს
- ცხიმის ნადები, ქვიშა და შლამი, ფესვი ან სამშენებლო ნარჩენი სხვადასხვა ძალისხმევას ითხოვს — ფესვთან მუშაობა ყველაზე შრომატევადია.
- დრო
- ღამის და უქმე დღეების გამოძახება ცალკე თანხმდება, ისევ ტელეფონში, სანამ გამოვალთ.
რას გპირდებით
- ტელეფონით კონსულტაცია და დაახლოებითი ორიენტირი — უფასოდ.
- საბოლოო ფასი ადგილზე ნახვის შემდეგ, წინასწარი შეთანხმებით.
- სამუშაოს შუაში თანხა არ იზრდება. თუ აღმოჩნდა, რომ მეტი სამუშაოა საჭირო, ჯერ გეუბნებით.
გინდათ ორიენტირი ახლავე?
დარეკეთ, აღწერეთ პრობლემა და ტელეფონშივე გეტყვით, დაახლოებით რა ვარიანტებია.